25 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
ჩინეთის რესპუბლიკის ელჩი: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხია და ჩინეთი სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არ ერევა

ჩინეთის რესპუბლიკის ელჩის, ჭოუ ციენის განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხია და ჩინეთი სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არ ერევა. ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"გამჭვირვალობის კანონი, რაც ქართულმა მხარემ მიიღო სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა. ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ ისაა, რომ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას არ ეხება, არ ერევა და ასეთ კონკრეტულ განცხადებას ვერ გავაკეთებ. პატივს ვცემ ქვეყნის შიდა პოლიტიკას. საქართველოს შიდა პოლიტიკაში რომ არ ვერევით, სწორედ იმას ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ქვეყნის სუვერენიტეტს", - აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი.

დღის ამბები