25 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე "საყოველთაო სახალხო შეკრება" მიმდინარეობს - პარლამენტთან ბიძინა ივანიშვილი მივიდა

პარლამენტთან "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული საყოველთაო-სახალხო შეკრება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. შეკრების სლოგანია "მამული, ენა სარწმუნოება".

პარლამენტთან "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის სხვა ლიდერები მივიდნენ. ადგილზე იმყოფებიან ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე, კახა კალაძე.

მოქალაქეებმა პარლამენტის წინ 18:00 საათიდან დაიწყეს შეკრება, შემდეგ კი მათ ფილარმონიიდან მსვლელობით შეუერთდნენ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ "ქართული ოცნების" ლიდერები, დაგეგმილია ასევე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლები.

შეკრების მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე -  პლაკატი წარწერით "ღირსებით ევროპისკენ“.

დღის ამბები