25 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
ქუთაისისა და ამბროლაურის შემდეგ ოზურგეთი - მმართველი პარტია გურულებს რამდენიმე საათის განმავლობაში უხსნიდა რა მნიშვნელობა აქვს ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა დაცვას

პარლამენტის თავმჯდომარე სახალხო განხილვებმა დაარწმუნა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მოსახლეობის მოსაზრებები საკანონმდებლო განხილვების პროცესში პარლამენტარებს ძალიან დაეხმარება.

"ოჯახურ ღირებულებათა დაცვის" შესახებ კანონპროექტის მიღების საჭიროება და მთავარი პრინციპები, საკითხის ინიციატორებმა, დღეს, ოზურგეთის მკვიდრებს განუმარტეს.

საკონსტიტუციო-სახალხო განხილვის კომისიაში, ოპოზიციის კვოტით აქტიურად არიან ჩართული "ევროპელი სოციალისტები" და პარტია "საქართველოსთვის" წევრები.

კოლეგებისგან განსხვავებით, კომისიის ფორმატს ამ დრომდე არ იყენებენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ოპონენტების ბოიკოტს თავისი მიზეზები აქვს.

კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა უკვე გაიმართა ქუთაისში, ამბროლაურსა და ოზურგეთში. ხვალ, კანონმდებლებს ბათუმში უმასპინძლებენ.

დღის ამბები