25 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.


საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს სხვადასხვა სფეროში, ასევე, რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ფაიგ გულიევმა მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციაში გაწეული ძალისხმევისთვის.

დღის ამბები