25 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
აქტივისტების განცხადებით, დღევანდელი აქციის ბოლო ლოკაცია მთაწმინდის პანთეონი იქნება

აქცია, რომელიც რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზე დაიწყო, ორ საათში, მსვლელობით გაგრძელდა. აქციის მონაწილეები ჯერ ათონელის რეზიდენციასთან მივიდნენ, შემდეგ - სანაპიროზე, მოგვიანებით კი კანცელარიასთან მისვლას გეგმავენ. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ აქციის ბოლო ლოკაცია მთაწმინდის პანთეონი იქნება.

შეკრებილები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს იწუნებენ და ხელისუფლებას მის უკან გაწვევას სთხოვენ. ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. აქციას მსვლელობით შეუერთდა ქალთა მარშიც.

დღის ამბები