25 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
სურთ ეს აქცია გამოიყენონ თავიანთი რევოლუციური სცენარის გასაცოცხლებლად - ირაკლი ქადაგიშვილი

"ამ აქციის მმართველ და კულისებში მყოფ პოლიტიკოსებს თავისი კონკრეტული ვიწრო პოლიტიკური მიზანი აქვთ, რომ ეს აქცია გამოიყენონ თავიანთი რევოლუციური სცენარის გასაცოცხლებლად და განსახორციელებლად,"- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით გააკეთა.

"ამ აქციის მონაწილეთა შორის და, განსაკუთრებით, ამ აქციის მმართველ და კულისებში მყოფ პოლიტიკოსებს თავისი კონკრეტული ვიწრო პოლიტიკური მიზანი აქვთ, რომ ეს აქცია გამოიყენონ თავიანთი რევოლუციური სცენარის გასაცოცხლებლად და განსახორციელებლად.

აქედან გამომდინარეა, რომ აქციის ეს ნაწილი ცდილობს, რომ სწორედ ესკალაციაში გადაიყვანოს აქცია. როცა დაინახეს, რომ პარლამენტის წინ ესკალაცია არ გამოდიოდა, ამიტომ გადაინაცვლეს კანცელარიისკენ, სადაც სივრცე გაცილებით პატარაა, იქ დაპირისპირების პროვოცირება გაცილებით უფრო ადვილია და სწორედ ეს მიზანი ჰქონდა ამ აქციის ასეთი ტიპით გაგრძელებას,"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები