ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე უსაფრთხოების ზომები მკაცრდება - გადაწყვეტილების მიზეზი ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი მედიასაშუალების მიერ მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელებაა. როგორც BBC წერს, მედიამ მაყურებელს მოუწოდებს იმ სტადიონებზე თავდასხმისკენ, სადაც სამშაბათს და ოთხშაბათს მეოთხედფინალური მატჩები იმართება.
UEFA-მ განაცხადა, რომ ფლობს ინფორმაციას საფრთხის შესახებ, მაგრამ თამაშები მადრიდში, პარიზსა და ლონდონში გეგმის მიხედვით გაიმართება.
ინფორმაციის ფლობას ადასტურებენ ესპანეთის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრებიც და ხაზს უსვამენ, რომ უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით მკაცრად იქნება დაცული.