25 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
სიმბოლურია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დღევანდელ დღეს გამოცხადება - სწორედ ჩვენი ხელისუფლების დაუღალავი ძალისხმევით არის მიღწეული რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი გამარჯვება - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი,  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" წერს, გადაწყვეტილების დღევანდელ დღეს, 9 აპრილს გამოცხადება სიმბოლურია, რომელიც. მისივე თქმით, ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მძლავრი სამართლებრივი იარაღია:

"სიმბოლურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დღევანდელ დღეს გამოცხადება.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში სისტემატიურად ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები, რომლებიც მოიცავს სიცოცხლის უფლებას, წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვას, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებას, საკუთრების უფლებას და გადაადგილების თავისუფლებას.

ეს გადაწყვეტილება არის მძლავრი სამართლებრივი იარაღი ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, დეოკუპაციისა და ჩვენი ძირძველი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის.

სწორედ ჩვენი ხელისუფლების დაუღალავი ძალისხმევით არის მიღწეული რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი გამარჯვება.

ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება მშვიდობიანი პოლიტიკისა და მტკიცე სამართლებრივი ნაბიჯებით,"- წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები