სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. პროკურორის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ დანაშაული 29 წლის ქალმა ჩაიდინა.
სხდომას თავად ბრალდებული ნატო ხელაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, დანაშაული მას არ ჩაუდენია და მისი მეუღლე მისმა ძმამ მოკლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან წავიდა. ბრალდებულის თქმით, მან თავად დარეკა 112-ში და დახმარება ითხოვა.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, რადგან არც მიმალვის და არც მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობდა. დაცვის მხარე საქმის გასაჩივრებას აპირებს. მომდევნო პროცესი 30 მაისს დაინიშნა.