25 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
ჩაგდებული კანონის რეინიცირებით, ივანიშვილის პარტია ვერ გადაფარავს მთავრობის მთავარ ჩავარდნას - ეკონომიკურ ჩავარდნას - თინა ბოკუჩავა

"ჩაგდებული კანონის რეინიცირებით ივანიშვილის პარტია ვერ გადაფარავს იმ მთავარ ჩავარდნას, რომელიც აქვს მის მთავრობას და ეს არის ეკონომიკური ჩავარდნა,"- ეს განცხადება ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას.

"ეს არის მცდელობა შეუზღუდოს საქმიანობა და, მათ შორის, ეს მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ, იმ სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებს, რომლებიც მნიშვნელოვან საარჩევნო-სადამკვირვებლო როლს ასრულებენ, თუმცა ჩაგდებული კანონის რეინიცირებით ივანიშვილის პარტია ვერ გადაფარავს იმ მთავარ ჩავარდნას, რომელიც აქვს მის მთავრობას და ეს არის ეკონომიკური ჩავარდნა,"- აცხადებს თინა ბოკუჩავა.

ცნობისთვის, 3 აპრილს გაირკვა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს უმრავლესობა პარლამენტში ხელახლა წარადგენს.

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან დაიწყებს. დოკუმენტი ორშაბათს ბიუროს სხდომაზე გავა, რის შემდეგაც მსჯელობა კომიტეტებში დაიწყება. უმრავლესობამ პროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე დააინიცირა.

კანონპროექტის შინაარსი შეცვლილი არ არის, შეიცვალა მხოლოდ ტერმინი: "უცხოური გავლენის აგენტის" ნაცვლად - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი." კანონი ფინანსების დეკლარირებას მხოლოდ იმ ორგანიზაციებისგან ითხოვს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხო ქვეყნებიდან მოდის. ორგანიზაცია, რომელიც უარს იტყვის გამჭვირვალობაზე, მხოლოდ ფინანსური სასჯელით დაჯარიმდება. კანონი არ ეხება ფიზიკურ პირებს.

დღის ამბები