სამების საკათედრო ტაძარში, 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ამჯერად, 12 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა.
ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან დაკარგულთა გადმოსვენება სახელმწიფო მინისტრის აპარატის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით ხდება.