მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში, მოსკოვი-ერევნის რეისის მგზავრმა განაცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბია - ინფორმაციას რუსული მედია და "ტელეგრამ" არხები ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა თვითმფრინავში ასვლის შემდეგ ბორტგამცილებელს განუცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბი იყო. ფრენა გადაიდო.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების ეკიპაჟებია მობილიზებული.