25 ნოემბერი 2024,   13:57
ვრცლად
სამწუხაროდ, რუსეთის წვდომა ევროპის სოფლის მეურნეობის ბაზარზე ჯერ კიდევ არ არის შეზღუდული - ევროპაში სავაჭრო სეპარატიზმის მცდელობები მთელ კონტინენტს ასუსტებს - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომაზე ონლაინ ჩართვის დროს განაცხადა, რომ ევროპაში სავაჭრო სეპარატიზმის მცდელობები მთელ კონტინენტს ავნებს.

"სამწუხაროდ, რუსეთის წვდომა ევროპის სოფლის მეურნეობის ბაზარზე ჯერ კიდევ არ არის შეზღუდული. მაშინ, როდესაც უკრაინულ მარცვლეულს გზებსა და რკინიგზებზე ყრიან, ევროპაში ჯერ კიდევ შეაქვთ რუსული პროდუქცია (მათ შორის, პუტინის კონტროლის ქვეშ მყოფი ბელარუსიდან), კიდევ უფრო არასამართლიანია, როდესაც ვიღაც სისტემური სავაჭრო გადაწყვეტილებების განადგურებას ცდილობს, რომლებიც წლების განმავლობაში გამოიყენება და მთელი ევროპის სასარგებლოდ მუშაობს. ევროპის შიგნით სავაჭრო სეპარატიზმის მცდელობები მთელ კონტინენტს ასუსტებს,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღის ამბები