25 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აუმჯობესებს - სუბირ ლალი

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აუმჯობესებს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა. სუბირ ლალის თქმით, წელს ფონდი საქართველოში 4,8%-ის ნაცვლად 5,7%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს.

გამართულ პრესკონფერენციაზე IMF-ის მისიის ძირითადი მიგნებების შესახებ ისაუბრეს, როგორც სუბირ ლალმა აღნიშნა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ საქართველოში ეკონომიკის ზრდის მოლოდინი გააუმჯობესა.

"ვიზიტის ფარგლებში, ბევრ პარტნიორს შევხვდი. საქართველო კარგად ვითარდება. სამი წლის განმავლობაში, მაღალი იყო ეკონომიკური ზრდა, დასტაბილურდება ფინანსურ სექტორი, არასტაბილური საგარეო ფაქტორების მიუხედავად. ვგულისმობ კოვიდს, ომს. გამოწვევების გასამკლავებლად, საჭოროა მოქნილი პოლიტიკა. უნდა გაგრძელდეს რეფორმები, განსაკუთრებით იმ ჭრილში, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო.

ევროკავშირის წევრობა საქართველოს დიდ პოტენციალს უხსნის და ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას. სავალუტო ფონდის დასკვნებში საუბარია, რა უნდა გაკეთდეს ევროინტეგრაციის გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი იღებს უსაფრთხოების ნორმებს, ჩვენც გავცემთ რეკომენდაციებს, რომ საქართველომ დინამიურად გააგრძელოს ეკონომიკური განვითარება,“ - აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ქვეყანაში დაბალინფლაციური გარემო ჩამოყალიბდა.

"ქვეყანაში ჩამოყალიბდა დაბალინფლაციური გარემო, ამაზე გვქონდა ეს დღეები საუბარი. გასული წლის გაზაფხულიდან, ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ 3%-ზე უფრო დაბალია. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოიკვეთა, რომ ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ინფლაციასაც, ფასების დონეს კლებადი ხასიათი აქვს და ამან მოგვცა საშუალება, 2023 წლის მაისიდან მოყოლებული, ეტაპობრივად დაგვეწყო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობიდან,“ - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა.

დღის ამბები