25 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
მივესალმები, რომ საქართველოში ათასობით უკრაინელი იმყოფება თავშესაფრის მაძიებლად და ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას იღებს - სტოლტენბერგი

მივესალმები, რომ საქართველოში ათასობით უკრაინელი იმყოფება თავშესაფრის მაძიებლად და ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას იღებს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"ნატო აგრძელებს რუსეთისადმი მოწოდებას, რომ საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება უკან გაიწვიოს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონოა. ეს არც სამართლიანია და არც თავისუფალი იყო არჩევნები რუსეთში.

რუსეთი აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და უკრაინა არის იმ სიტუაციაში, როდესაც ამ სირთულეების წინაშე იმყოფება. ამიტომ არის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა. ნატოს მოკავშირეები 99% მხარდაჭერას უწევენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მივესალმები იმას, რომ საქართველოში ათასობით უკრაინელი იმყოფება თავშესაფრის მაძიებლად და ფინანსურ, ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ ეს მოვლენები შეწყვიტოს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები