25 ნოემბერი 2024,   13:58
ვრცლად
საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი გააქტიურა

საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი გააქტიურა. ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებული 600-მდე ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

პრეპარატების ხარისხის დადგენის მიზნით, მიმდინარეობს ნიმუშების აღება. შემოწმების დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს. გააქტიურებული კონტროლის მიზანი, უხარისხო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციის აღკვეთა.

დღის ამბები