გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება. პროექტი მოიცავს 14-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.
11-კილომეტრიან მონაკვეთზე ტრანსპორტი უკვე მოძრაობს, 3 კილომეტრზე კი სამუშაოები წელს დასრულდება.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. ღირებულება 228 მილიონი ლარია.