გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი უკრაინის ტერიტორიაზე გერმანული ჯარების განლაგების შესაძლებლობას გამორიცხავს. ამის შესახებ მან ჰელსინკიში, ფინეთის თავდაცვის მინისტრთან ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.
ბორის პისტორიუსის თქმით, რუსეთი გრძელვადიანი საფრთხეა ევროპის ქვეყნებისთვის და უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა არსებობს გარკვეული ზღვარი, რომელსაც ომის მხარის არჩევა ჰქვია, ამ ზღვარს კი გერმანია ჯერ არ გადაკვეთავს - აღნიშნა პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის „ტაუ-რუსის“ ტიპის რაკეტების გადაცემის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შორ დისტანციაზე მოქმედი გერმანული იარაღით უკრაინას არ დაეხმარება.
„ნამდვილად, არავის არ სურს გერმანული ჯარის ხილვა უკრაინაში, ახლა ამაზე დისკუსია აქტიურად მიმდინარეობს, მე მოგიწოდებთ რომ ამ საკითხის განხილვა შეწყვიტოთ. არსებობს ზღვარი, რომელსაც გერმანია არ გადაკვეთს - ჩვენ არ გავხდებით ომის მხარე, ამიტომაც ჯერ კიდევ არ მიგვიწოდებია უკრაინისთვის ტაურუსის რაკეტები. ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ შორ მანძილზე მოქმედი იარაღი ომას ვერ მოაგვარებს. ცხადია, ჩვენ ყველა მხარს ვუჭერთ სამხედრო და ეკონომიკური იარაღის დახმარების პაკეტების მიწოდებას უკრაინისთვის, თუმცა ზომიერების ფარგლებში," - აცხადებს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი.