პოლონეთში, ფერმერთა საპროტესტო გამოსვლები დაკავებით დასრულდა. ისინი უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტს და რეგულაციებს აპროტესტებენ.
აქცია პარლამენტთან, პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.