სიმებიანი ორკესტრი, ბენდი და ალექსანდრე ბასილაიას უკვდავი შემოქმედება - ამ ყველაფერს, ოთხ დღეში თავს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი გააერთიანებს. საყვარელი კომპოზიტორის ყველა ცნობილ ნაწარმოებს, რომელიც მან არა მხოლოდ ესტრადისთვის, არამედ კინოსა და მულტფილმებისთვისაც დაწერა ტატიშვილი 10 მარტს შეასრულებს. თარიღი სიმბოლურად შეარჩია, კონცერტის მეორე დღეს კომპოზიტორის 82 წლის იუბილეა.