ეკონომიკის სამინისტრო სატვირთო ავტომობილების მფლობელების და მძღოლების მოთხოვნებს შეისწავლის და მათ დარეგულირებაზე იმუშავებს - ეს შეთანხმება შედგა დღეს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ლევან დავითაშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილე მძღოლებისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია მათი მოთხოვნების შესახებ.
უწყებაში განმარტავენ, რომ ქვეყნებს შორის სახმელეთო ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვების რაოდენობა საქართველოს, შეზღუდული რაოდენობით აქვს გადმოცემული და მათი გაცემა ეტაპობრივად ხდება.