
იტალიაში, ნეაპოლში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ რეგიონში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მიწისძვრის შედეგად, რამდენიმე შენობა დაზიანდა. მაშველებს სახლებში ჩაკეტილი მოქალაქეების გამოყვანა მოუწიათ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიძგებს წინ "ძლიერი ხმაური" უძღოდა, რამაც ქალაქის მოსახლეობა გააღვიძა. მედიის ინფორმაციით, ბიძგები დაახლოებით ღამის 01:25 საათზე დაფიქსირდა.
ბიძგები დაახლოებით 20 წამის განმავლობაში გრძელდებოდა. მიწისძვრა მთელს ნეაპოლში და მიმდებარე რეგიონებში იგრძნობოდა. ეპიცენტრი პოზუოლის მუნიციპალიტეტის ქვეშ სანაპიროს გასწვრივ იყო.