14 მარტი 2025,   09:50
ვრცლად
პარიზში შევთანხმდით, რომ უნდა შევიარაღდეთ, მეტი დავხარჯოთ და ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ინდუსტრიული ბაზის გასაძლიერებლად - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

პარიზში შევთანხმდით, რომ უნდა შევიარაღდეთ, მეტი დავხარჯოთ და ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ინდუსტრიული ბაზის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილმა განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ერთობლივად ხელმძღვანელობენ გეგმის შემუშავებას.

"დღეს, პარიზში შევთანხმდით, რომ უნდა შევიარაღდეთ, მეტი დავხარჯოთ და ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ინდუსტრიული ბაზის გასაძლიერებლად. ჩვენმა ინდუსტრიამ უნდა შეძლოს, ომის პერიოდში შესაბამისი ტემპით ინოვაციების შექმნა. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ერთობლივად ხელმძღვანელობენ გეგმის შემუშავებას, რათა ხელი შევუწყოთ მშვიდობისკენ სწრაფვას და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნას", - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილმა.

დღის ამბები