03 თებერვალი 2025,   16:44
ვრცლად
"USAID-ის საქმიანობა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უნდა შეისწავლოს" - ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი

სპეციალურ მისიებში შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელი, რიჩარდ გრენელი მიიჩნევს, რომ USAID-ის საქმიანობა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უნდა შეისწავლოს. ამის შესახებ გრენელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"ის, რასაც სამანტა პაუერი USAID-ის მეშვეობით, თქვენ მიერ გადახდილ დოლარებს უკეთებდა, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ უნდა იყოს გამოძიებული. ის თქვენი ფულით ულტრა მემარცხენე აქტივისტებსა და გიჟურ რადიკალურ პროგრამებს აფინანსებდა. გამოიძიეთ!" - წერს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები