"ჩვენ გვექნება ცვლილები, რომლებიც აგენტურას შეუზღუდავს სივრცეებს, რომ მათ საკუთარი ქვეყნის საბოტაჟი განახორციელო," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება, მათ შორის, გამკაცრების მიმართულებით და ეს პაკეტი დღეს შეგიძლიათ უკვე იხილოთ დეტალურად.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ ვერავის მივცემთ საშუალებას წლების განმავლობაში დაგროვებული ძალიან ბევრი, გარედან ინსპირირებული, თავსმოხვეული ცვლილებების გამოყენება შეძლოს ვინმემ იმისათვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხი შეზღუდოს და ხელისუფლებას არ ჰქონდეს ქვეყნის მართვის საშუალება პრაქტიკულად და ეს ფაშისტური გამოხტომები ისე იქნას რეალიზებული, რომ ამაზე სახელმწიფოს პასუხი არ ჰქონდეს. ამაზე სახელმწიფოს ექნება მკაცრი პასუხი მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს რეალური ბერკეტი, რომ მართოს ქვეყანა ისე, რომ გარე ძალებმა და მათმა აგენტურამ ვერ შეძლოს ვერც ეკონომიკის ზრდის გაუარესება, სამი და ოთხი პროცენტით ეკონომიკის უკან დაწევა არ არის პატარა საქმე, ამას გადავურჩებით, გავიტანთ, უკვე გასწორდა ეს პარამეტრები, მაგრამ რატომ? დეკემბერში რატომ არ უნდა ყოფილიყო ათი და რატომ უნდა გვიწევდეს ჩვენ შიგნით ბრძოლა აგენტურასთან და რატომ არ უნდა ვიბრძოდეთ ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესებისთვის და ამ საქმეებით რატომ უნდა ვიყოთ დაკავებული.
ანუ, ჩვენ გვექნება ცვლილები, რომლებიც აგენტურას შეუზღუდავს სივრცეებს, რომ მათ საკუთარი ქვეყნის საბოტაჟი განახორციელონ," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.