"10 "ნაციდან", მინიმუმ 9 მის სიკვდილზე ფიქრობს და ოცნებობს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განახადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, მზია ამაღლობელი კონკრეტული მიზნით მოქმედებდა, რომ პოლიციელისთვის ღირსება შეელახა.
"გმირად წარმოაჩენენ ადამიანს, რომლის სიკვდილიც უნდათ. გადაჭარბების გარეშე ვამბობ, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა რბილად თქვა და მერე დეპუტატებმა, ჩვენმა კოლეგებმა დააკონკრეტეს, რომ მზია ამაღლობელი არის მათ ხელში საგანი, ინსტრუმენტი, მათ თქვეს, ჩვენ კი არ ვამბობთ.
დღევანდელობის პარადოქსია ის, რომ 10 "ნაციდან", ალბათ მინიმუმ ცხრა მის სიკვდილზე ფიქრობს და ოცნებობს. ძალიან ბოროტებიც რომ ვიყოთ, სუბიექტურად არცერთ ჩვენგანს არ უნდა რაიმე ფატალურად განვითარდეს ეს კონკრეტული ქეისი.
ადამიანურად, ყველაფერი გასაგებია ყველა შემთხვევაში, მაგრამ გმირად ნუ გამოვიყვანთ ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა - ჯერ სტიკერი დააკრა პოლიციელს, ამ დავალების შედეგი უნდა იყოს ის, რომ რეპუტაცია შეელახოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას.
კონკრეტულად პოლიციელთან მივიდა ერთი წუთის გამოშვებული ქალბატონი, მზია ამაღლობელი და ქურთუკით დააკავა კარგად რომ შემოერტყა. დემონსტრაციულად, კამერების თანდასწრებით პოლიციელს გაარტყა სილა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.