03 თებერვალი 2025,   19:44
ვრცლად
საპროტესტო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საპროტესტო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. ოკმელაშვილს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. 

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაზე. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა.  

დღის ამბები