03 თებერვალი 2025,   19:40
ვრცლად
ეს კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ განხეთქილების ნიშნები შეიტანონ საელჩოსა და ტრამპის ახალიადმინისტრაციას შორის - თეონა აქუბარდია მმართველ გუნდზე

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, რომ პროპაგანდის მეშვეობით საქართველოში აშშ-ის საელჩო ტრამპის ადმინისტრაციას დააპირისპიროს.

აქუბარდიას განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" საგარეო პოლიტიკაზე წარმოდგენა არ აქვს.

"ეს კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ მათივე შექმნილი პროპაგანდით, რომელიც სრულიად ჩამოიშალა, განსაკუთრებით 20 იანვრის შემდგომ, გარკვეულწილად განხეთქილების ნიშნები შეიტანოს საელჩოსა და ტრამპის ახალი ადმინისტრაციას შორის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ არანაირი წარმოდგენა არ აქვთ საგარეო პოლიტიკაზე", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, აშშ-ის პოზიცია არ შეიცვლება, რადგან ეს ათწლეულობით გაწერილი სტრატეგია და სამოქმედო გეგმაა.

"ცხადია, საელჩოები წარმოადგენენ იმ პოლიტიკის გამტარს, რაც ოფიციალურად აქვს სახელმწიფოს. აშშ-ის პოზიცია არ შეიცვლება, ეს არის ათწლეულობით გაწერილი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მათი ინტერესები არის საქართველოში ქართველი ხალხის დაცვა და დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღე", - განაცხადა ლანა გალდავამ.

დღის ამბები