აღმაშენებლის ხეივანზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზის მეშვეობით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან იღებს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.
"იგეგმება და ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - ვკითხულობთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.