03 თებერვალი 2025,   19:49
ვრცლად
"ცხადია, ეს არის სანახაობრივი აქტი" - ლანა გალდავა საგამოძიებო კომისიაზე

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ბიუროს სხდომაზე გადის, ხვალ კი მასზე სესიის ფარგლებში იმსჯელებენ.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნით "ქართულ ოცნებას", 2008 წლის ომში რუსეთის დანაშაულის გაქრობა და ქვეყანაში არსებული კრიზისიდან ყურადღების გადატანა სურს.

"ამ კომისიის მიზანია - ერთი , რუსეთს აგრესიის კვალის გაქრობა 2008 წლის ომში. მეორე, ის, რომ ყურადღება გადაიტანოს ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოგონილ თემებზე, მათ შორის, დაფაროს მათივე თანაგუნდელების დანაშაული", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

"ძლიერი საქართველოს" წევრი, ლანა გალდავა, საგამოძიებო კომისიის შექმნის ფაქტს სანახაობრივ აქტად აფასებს.

"ცხადია, ეს არის სანახაობრივი აქტი. მათ სჭირდებათ სანახაობა, სხვამ მხრივ, 12 წელია არიან ხელისუფლებაში, 2016 წლიდან 2020 წლამდე მათ ჰქონდათ საპარლამენტო უმრავლესობა, თუ რამის გამოძიება სურდათ წინა ხელისუფლების პერიოდის სისტემური დანაშაულებზე, ეს შეეძლოთ ადრეც განეხორციელებინათ", - განაცხადა ლანა გალდავამ.

დღის ამბები