"ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, USAID-ის, NED-ის მხრიდან მომდინარე ბოროტებაზე უკვე თავად ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და სხვა ლიდერებიც საუბრობენ.
მისი განმარტებით, მასკის მიერ გავრცელებულ ვიდეოკოლაჟში ჩანს საქართველოს მოვლენები, რაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმის, რაზეც მმართველი გუნდი ამდენი ხანია საუბრობს.
"დღეს, თავად ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერები, პირველი პირი, პრეზიდენტი ტრამპიც ლაპარაკობს იმ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის, NED-ის მხრიდან მოდიოდა. როგორც ამას ტრამპი, ილონ მასკი და სხვები საუბრობენ, ჩვენ ამერიკულ ფულს ბოროტებას არ ვუწოდებდით, დღეს თავად ამერიკელები, ამერიკელი ხალხის სახელით, პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს. ტრამპის ადმინისტრაცია და მისი მომხრეები საუბრობენ, რომ ეს იყო უდიდესი ბოროტება. მასკის მიერ გავრცელებულ ვიდეო კოლაჟში ჩანს საქართველოს მოვლენები, რაც პირდაპირი მტკიცებულებაა. ჩვენ რაც არ გვილაპარაკია, ის ინფორმაციაც კი თავად ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოვიდა რომ USAID-ის, NED-ის არაერთი ათეული მილიონი ხმარდებოდა ამ ქვეყანაში ხალხის ნების უგულებელყოფას და გარედან დალაგებული რევოლუციის უზრუნველყოფას. დღეს, ალბათ, კიდევ მეტად შეგვიძლია დავაფასოთ ჩვენი ერთმანეთის ღვაწლი საკუთარი სამშობლოს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თურმე როგორ მაგრად დამდგარა საქართველო და შესაბამისად, მისი არჩეული ხელისუფლება. რისთვის გაგვიძლია და რა გადაგვიტანია, როდესაც თავად ამერიკელები უკვე ღიად ლაპარაკობენ უფრო ხისტად, ვიდრე ჩვენ ეს გავაკეთეთ თავის დროზე. ახლა შეფასება უფრო ადვილია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.