03 თებერვალი 2025,   19:43
ვრცლად
სამწუხაროდ, საქართველოში ისევ აქვს საცეცები "დიფ სთეითს", "გლობალური ომის პარტიას" და გუშინდელი რადიკალური პროცესი სწორედ ამას მოასწავებს - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით, საქართველოში ისევ აქვს საცეცები "დიფ სთეითს", "გლობალური ომის პარტიას" და გუშინდელი საპროტესტო აქციაც ამას მოასწავებს.

"ჯერჯერობით, სამწუხაროდ, საქართველოში ისევ აქვს საცეცები "დიფ სთეითს", "გლობალური ომის პარტიას". გუშინდელი რადიკალური პროცესი სწორედ ამას მოასწავებს, რომ ამ ეტაპამდე, ჯერჯერობით ისევ ხდება, მათ შორის, ამერიკის საელჩოს მიერ კოორდინირებული რადიკალური პროცესები. ეს არის ყველაზე ცუდი. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებდით და ყოველთვის ამას გავაკეთებდით, რომ პარტნიორული ურთიერთობა გვქონოდა ყველა ქვეყანასთან, მათ შორის, აშშ-თან და ევროკავშირთან. დღეს, თავად აშშ-ში ხალხმა თავად შეცვალა დღის წესრიგი პოზიტიურად. მიუხედავად ამისა, ღიად უნდა ითქვას, რომ ამერიკის საელჩოს საქართველოში რაღაცების გადატვირთვა მოუწევს, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას მაშინ, როდესაც შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია აცხადებს მშვიდობის და თანასწორობის პოლიტიკას", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები