03 თებერვალი 2025,   16:53
ვრცლად
United Airlines-ის თვითმფრინავს აფრენამდე ცეცხლი გაუჩნდა - ფრენა ავარიულად შეწყდა

აშშ-ში, ჰიუსტონში United Airlines-ის თვითმფრინავს, აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც ბორტზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, თვითმფრინავის ერთ-ერთი ძრავა აალდა და მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც აფრენა გადაიდო. სამოქალაქო ავიაციის ფედერალური განყოფილების ინფორმაციით, თვითმფრინავის აფრენა "უსაფრთხოდ შეწყდა"

ჰიუსტონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმფრინავში 104 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.

დღის ამბები