03 თებერვალი 2025,   19:47
ვრცლად
"ჩემი საქმე არ არის აშშ-ის შიდა პოლიტიკაში ჩარევა და მასკისა და ტრამპის განცხადებების შეფასება, იმიტომ, რომ ეს მათი შიდა პოლიტიკის საკითხია" - თეონა აქუბარდია USAID-ისა და NED-ის შესახებ

USAID-თან დაკავშირებით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებების შეფასებისგან ოპოზიციაში თავს იკავებენ. ხელისუფლების ოპონენტები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ეს ამერიკის შიდა პოლიტიკური საკითხია და შესაბამისად, შეფასებებს არ გააკეთებენ.

"არანაირად, ჩემი საქმე არ არის შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკაში ჩარევა და მასკისა და ტრამპის განცხადებების შეფასება, იმიტომ, რომ ეს მათი შიდა პოლიტიკის საკითხია. მაგრამ, როდესაც ყალბად ამტკიცებს ივანიშვილის რეჟიმი, რომ USAID საქართველოში გადატრიალებებს აწყობდა, ამის დამამტკიცებელი, შესწავლილი დოკუმენტი შეერთებულ შტატებში არ არსებობს," - აღნიშნავს "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია.

"ტრამპისა და მასკის მოსაზრებები არის შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკის საკითხი. USAID-ის დახმარებას რაც შეეხება, ის ეხმარება მთავრობებს. მთავრობები არიან გამტარები, რომ ეს თანხა შემდეგ მივიდეს არასამთავრობო ორგანიზაციებამდე და შემდგომ უკვე მოსახლეობის საჭიროებებამდე," - ამბობს "ძლიერი საქართველოს" წევრი ლანა გალდავა.

ცნობისთვის, ილონ მასკის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა. ინფორმაციას Forbes ავრცელებს. იქამდე მასკმა, რომელსაც ახალი, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ჩააბარეს, ამერიკის საერთაშორისო სააგენტოს ჭიების გორგალი და კრიმინალური ორგანიზაცია უწოდა. თქვა, რომ დროა სააგენტო მოკვდეს. ყველა მწვავე ბრალდების პარალელურად, მასკმა სააგენტოს საკუთარ სოციალურ ქსელ X-ზე გვერდიც კი დაუბლოკა. USAID არ არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც მასკი აკრიტიკებს. მან კორუფციაში ჩაძირული უწოდა "დემოკრატიის ეროვნულ ფონდს." X-ზე დაწერა, რომ "დიდია იმ ბოროტებათა ჩამონათვალი, რაც NED-ს გაუკეთებია." 

დღის ამბები