03 თებერვალი 2025,   16:54
ვრცლად
"თბილისი მოლის" მიმდებარე ტერიტორიასა და სანაპიროზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 31 პირიდან ნაწილი ხელწერილის საფუძველზე უკვე თავისუფალია

"თბილისი მოლის" მიმდებარე ტერიტორიასა და სანაპიროზე პოლიციამ 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანზე დაკავებულთა ნაწილი ხელწერილის საფუძველზე უკვე თავისუფალია.

"თბილისი მოლიდან" პარლამენტის მიმართულებით დაწყებული მსვლელობის დროს დაკავებულებს შორის არის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, რომელიც ადვოკატის ცნობით დუშეთის იზოლატორშია მოთავსებული.

გუშინ, პოლიციამ დააკავა ნიკა მელია და გიგი უგულავაც, მელიამ საპატიმრო გვიან ღამით, ხელწერილის საფუძველზე დატოვა. წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული სხვა პირებიც მოინახულეს უფლებადამცველებმა.

დღის ამბები