30 იანვარი 2025,   18:30
ვრცლად
განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბათუმში 24 წლის ბიჭი დააკავეს

პოლიციამ აჭარაში მომხდარი განზრახ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი - 2000 წელს დაბადებული გ.თ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, ბათუმში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ დ.მ. - ს ბლაგვი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.თ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

დღის ამბები