31 იანვარი 2025,   01:48
ვრცლად
აშშ-ში, ავიაკატასტროფის ადგილზე მდინარიდან უკვე 30-ზე მეტი ცხედარი ამოიყვანეს

აშშ-ში, ვაშინგტონში, მდინარე პოტომაკიდან სადაც American Airlines-ის თვითმფრინავი და სამხედრო ვერტმფრენი ავიაკატასტროფის შემდეგ ჩავარდნენ 30-ზე მეტი ცხედარი ამოიყვანეს. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, რთულ პირობებში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

ცნობისთვის, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს რონალდ რეიგანის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს შეეჯახა. თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ვერტმფრენში კი, 3 ჯარისკაცი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი ეშვებოდა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი და ვერტმფრენი მდინარე პოტომაკში ჩავარდნენ.

დღის ამბები