31 იანვარი 2025,   01:25
ვრცლად
წყნეთის გზატკეცილის მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ დაათვალიერა. ფერდზე ანკერების მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც მიწის საექსკავაციო სამუშაოებს მოიცავს.

ასევე, ფერდი იწმინდება ზედმეტი გრუნტის მასისგან. ფერდის სტაბილიზაციის მიზნით, ანკერები, ფოლადის ბადე და ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა.

პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

დღის ამბები