31 იანვარი 2025,   01:31
ვრცლად
"ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება სტრატეგიას, რომ არსებული რთული გეოპოლიტიკური ფონის მიუხედავად, აქცენტი გაკეთდეს მნიშვნელოვან საკითხებზე, სომხეთსა და საქართველოს აქვთ აქტიური როლი რეგიონული განვითარების მიმართულებით" - ნიკოლ ფაშინიანი

ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება სტრატეგიას, რომ არსებული რთული გეოპოლიტიკური ფონის მიუხედავად, აქცენტი გაკეთდეს მნიშვნელოვან საკითხებზე, ერთმანეთს მხარს დავუჭერთ და მომავალში კიდევ უფრო განვავითარებთ თანამშრომლობას, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მანვე საქართველოსთან მაღალი დონის ურთიერთობის შენარჩუნებისა და კიდევ უფრო მეტად განვითარების იმედი გამოთქვა.

"სომხეთსადა საქართველოს აქვთ აქტიური როლი რეგიონული განვითარების მიმართულებით. სამშვიდობო პროექტი ითვალისწინებს ამ რეალობას და ძალიან კონკრეტული სარგებელი შეუძლია მოიტანოს, ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელი იყო გლობალური და რეგიონული გამოწვევების მქონე წელი, საქართველომ და სომხეთმა მაინც შეძლეს ჰარმონიული გადაწყვეტილების პოვნა. აღნიშნული ცვალებადი გარემოს ფარგლებში შეიქმნა იმის წინაპირობა, რომ სამომავლოდ წარმატება იქნას მიღწეული. ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება სტრატეგიას, არსებული რთული გეოპოლიტიკური ფონის მიუხედავად, აქცენტი გაკეთდეს მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენ ერთმანეთს მხარს დავუჭერთ და მომავალშიც კიდევ უფრო განვავითარებთ თანამშრომლობას.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო კოლეგებო, ძალიან მიხარია, თქვენი მასპინძლობა. ჩვენი საბჭოს წევრებს ვუსურვებ ორმხრივი ინიციატივების წარმატებით განხორციელებას, დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ შევძლებთ ყველა შესაძლო ძალისხმევის განხორციელებას იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მაღალი დონის ურთიერთობა და კიდევ უფრო განვავითაროთ ეს მიმართულება,“- აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

დღის ამბები