31 იანვარი 2025,   01:32
ვრცლად
"დამოუკიდებელმა სომხეთმა და საქართველომ 30 წელზე მეტი წლის განმავლობაში თანამშრომლობა ნამდვილად კარგად განავითარა, გვქონია მიღწევები და ბევრი დაბრკოლებაც გადაგვილახავს" - ნიკოლ ფაშინიანი

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელმა სომხეთმა და საქართველომ ქრონოლოგიურად 30 წელზე მეტი წლის განმავლობაში თანამშრომლობა ნამდვილად კარგად განავითარეს, გვქონია მიღწევები და ბევრი დაბრკოლებაც გადაგვილახავს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, კომისიის ფარგლებში ხდება ურთიერთსასარგებლო ინიციატივების დამუშავება.

"სტრატეგიული პარტნიორების პრიზმაში და თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელმა სომხეთმა და საქართველომ ქრონოლოგიურად 30 წელზე მეტი წლის განმავლობაში თანამშრომლობა ნამდვილად კარგად განავითარეს, გვქონია მიღწევები, ბევრი დაბრკოლებაც გადაგვილახავს. მინდა, ხაზი გავუსვა იმ დიდ პოტენციალს, რომელიც გაგვაჩნია ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებისა და გამდიდრების კუთხით. ეს თანამშრომლობა არის ის იდეა, რის მიმართაც ერთგულება გვაქვს ნაკისრი და კონკრეტული პოლიტიკის საფუძველზე შეგვიძლია, ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ჩვენ სრულად ვცემთ პატივს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ გვაქვს კარგი გაგება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა. ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმისათვის, რომ ამ ორიენტირებისკენ ვიაროთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

დღის ამბები