16 იანვარი 2025,   03:57
ვრცლად
შეჩერდება 15 თვიანი ტანჯვა, პირველი ეტაპი ექვს კვირას გაგრძელდება და მოიცავს ცეცხლის სრულ და საბოლოო შეწყვეტას - ჯო ბაიდენმა ისრაელსა და "ჰამასს" შორის შეთანხმება დაადასტურა

აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე, ისრაელსა და "ჰამასს" შორის შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურა.

მისი თქმით, შეთანხმება გულისხმობს ცეცხლის სრულ და საბოლოო შეწყვეტას, ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას და "ჰამასის" მიერ დაკავებული ყველა მძევლის გათავისუფლებას.

ამასთან, მიღწეული შეთანხმების შესრულება 19 იანვრიდან უნდა დაიწყოს. 

"შეთანხმების მიხედვით შეჩერდება 15 თვიანი ტანჯვა, რომელიც სტრუქტუირებულია სამ ფაზად. პირველი ეტაპი ექვს კვირას გაგრძელდება და მოიცავს "ცეცხლის სრულ და საბოლოო შეწყვეტას", ისრაელის ჯარების გაყვანას ღაზადან და მძევლების გათავისუფლებას "ჰამასის" მიერ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები