04 დეკემბერი 2024,   23:41
ვრცლად
არა მხოლოდ პრეზიდენტი, მათ შორის, პოლიტიკური პარტიები ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია არაღიარების შენარჩუნება - თეონა აქუბარდია

პარტია, “საქართველოსთვის“ წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, პრეზიდენტმა მეორე დღესვე თქვა, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, არ ეღიარებინათ ის - ეს დამალული არ არის. - აქუბარდია ამ კომენტარით ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

“ლეგიტიმაციას სჭირდება ორი ასპექტი - საკუთარი ხალხის და დასავლეთის. პრეზიდენტს აქვს პოზიცია და ეს ასეა. მეორე დღესვე გააკეთა განცხადება, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და მოუწოდა პარტნიორებს არ მომხდარიყო ამის აღიარება.

არა მხოლოდ პრეზიდენტი, მათ შორის, პოლიტიკური პარტიები ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია არაღიარების შენარჩუნება, ხელახალი არჩევნების დანიშვნა, რომ ქვეყანა დაბრუნდეს ნორმალურ ვითარებაში“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს თემაზე განცხადება ბრიუსელში, NATO-ს მინისტერიალის დაწყებამდე გააკეთა.

მისი თქმით, სურს კონკრეტული ანგარიშის ნახვა, რამდენად სამართლიანად ჩატარდა არჩევნები საქართველოში.

“იყო მოთხოვნა - მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილისგანაც, რომ არ ვაღიაროთ არჩევნების შედეგები, მაგრამ თუ ის სამართლიანი იყო და ეს ქართველი ხალხის ნებაა, ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ“, - ამბობს ქსავიე ბატელი.

დღის ამბები