04 დეკემბერი 2024,   23:18
ვრცლად
სამხრეთ კორეაში საომარი მდგომარეობა გაუქმდა

სამხრეთ კორეაში საომარი მდგომარეობა გაუქმდა - პრეზიდენტის განკარგულება საკანონმდებლო ორგანომ არ გაიზიარა. იუნ სოკ იულმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზად “პრო-ჩრდილო კორეული სიმპათიების მქონე“ ოპოზიციის მიერ “ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და გადატრიალების მცდელობის დაგეგმვა“ დაასახელა. ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში ხმაური მოჰყვა - პარლამენტის შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა, იყო სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება.

მოგვიანებით, სამხრეთ კორეის ეროვნულმა ასამბლეამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა, რაც შენობის გარეთ შეკრებილმა ხალხმა ზეიმით აღნიშნა.

განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დღეს ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ პარლამენტისთვის კანონპროექტის შეთავაზებას აპირებს, რომელსაც 72 საათში კენჭი უნდა უყარონ.

დღის ამბები