04 დეკემბერი 2024,   23:14
ვრცლად
აშშ-იაპონია-სამხრეთ კორეა — ბაიდენი პერუში, სამმხრივ მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პერუში ჩავიდა, სადაც ის აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება. ბაიდენი მონაწილეობას მიიღებს სამმხრივ მოლაპარაკებებში იაპონიის პრემიერ-მინისტრთან და სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ერთად.

პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამმხრივი შეხვედრა მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელიც შარშან გაიმართა.

ბაიდენთან ერთად, პერუში სამიტს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ესწრება. მედიის ცნობით, ხვალ, 16 ნოემბერს, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების დახურული შეხვედრა გაიმართება.

 

დღის ამბები