ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ამ დროისთვის 3110 (99.968%) საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც "ქართულ ოცნებას" ხმათა 53,92% აქვს (1 118 836 ხმა). დარჩენილია ერთი საარჩევნო უბნის მონაცემები.
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს:
"კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა" – 11.037% (229 006 ხმა);
"ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა" – 10.164% (210 895 ხმა);
"ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" – 8.814% (182 891 ხმა);
"გახარია საქართველოსთვის" – 7.771% (161 250 ხმა).