24 ნოემბერი 2024,   21:16
ვრცლად
ეუთოს მისიის სპეცკოორდინატორი: მინდა გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტიანად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს და საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანთან

მინდა გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტიანად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანს იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას, - ამის შესახებ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან საქართველოში გუშინ ჩატარებული არჩევნები შეაფასა და საქართველოს მთავრობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის ამ მისიის განმავლობაში და ასევე, გულთბილი მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს“, - აღნიშნა ალიზარდმა.

მისივე თქმით, არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული და „უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ აქტიურად ხორციელდებოდა ამომრჩევლების განათლება და ინფორმირება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ“.

დღის ამბები