24 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
თავისუფლების მოედანზე ქალთა მარშის მონაწილეები იკრიბებიან

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, თავისუფლების მოედანზე ქალთა მარშის მონაწილეები იკრიბებიან. როგორც ცნობილია, დაგეგმილია მსვლელობა სხვადასხვა მიმართულებით. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნებია.

ორგანიზატორებმა, რომლებიც ბარიერგადალახული პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, მხარდამჭერებს მოუწოდეს, აქციაზე ჩემოდნებით და ჩანთებით მივიდნენ.

"ჩემოდნები არის სახე და განმსაზღვრელი იმისა, რომ თუ ჩვენ ამ არჩევნებს "გავატარებთ" და თითოეული მოქალაქის ხმას არ დავიცავთ, ძალიან ბევრი ემიგრანტი შეემატება ამ ქვეყანას და ჩემოდნები არის ამის გამოხატულება და სიმბოლო", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

პარალელურად, დაგეგმილია ავტომობილების მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან. აქციის მონაწილეები, ქალაქის სხვადასხვა უბანში გადაადგილებას გეგმავენ და ამ ფორმით გააპროტესტებენ არჩევნების შედეგებს.

 

დღის ამბები