ქალთა მარშის მონაწილეებმა არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. ისინი თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და თბილისის ქუჩებში მსვლელობა გამართეს, რომელიც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან დასრულდა.
ბარიერგადალახული პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილზე ჩემოდნებით და ჩანთებით მივიდნენ, ითხოვდნენ ხელახალ არჩევნებს. საპროტესტო მსვლელობის ბოლოს კი, მანიფესტი წაიკითხეს.