რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს, რომელშიც სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის 13 კანდიდატი იბრძვის. მეორე ტური, სავარაუდოდ, 8 დეკემბერს გაიმართება.
გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრი ლიდერობს, რომელსაც მხარს უჭერს რუმინეთის უდიდესი "სოციალ-დემოკრატების" პარტია. გამარჯვების შანსი ასევე აქვს ოპოზიციური პარტიის, "ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის" ლიდერს, ჯორჯ სიმიონს.
ქვეყნის მასშტაბით, 19 ათასამდე საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.