23 ნოემბერი 2024,   21:00
ვრცლად
ფილიპინების ვიცე-პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ დაიქირავა მკვლელი, რომელიც პრეზიდენტს და პირველ ლედის მოკლავს, თუ მას მოკლავენ

ფილიპინების ვიცე-პრეზიდენტი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. სარა დუტერტე ღიად ამბობს, რომ დაიქირავა მკვლელი, რომელიც პრეზიდენტს და პირველ ლედის მოკლავს, თუ მას მოკლავენ. სარა დუტერტეს ეჭვი აქვს, რომ მას მოკლავენ - ღია მუქარის გავრცელების მიზეზად სწორედ ეს სახელდება.

ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას პრეზიდენტის ოფისი გამოეხმაურა, სადაც აღინიშნა, რომ "პრეზიდენტის სიცოცხლის ხელყოფის ნებისმიერი მუქარა ყოველთვის სერიოზულად უნდა იქნას მიღებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუქარა საჯაროდ არის გაცხადებული მკაფიო და კონკრეტული ტერმინებით."

დღის ამბები